გარანტია

საგარანტიო მომსახურება
1. ზოგადი საგარანტიო პირობები:
1.1. საგარანტიო პირობები გულისხმობს ნივთის შეკეთებას, შეცვლას, წუნდებული ნაწილის უსასყიდლოდ შეკეთებას ან შეცვლას საგარანტიო პირობების შესაბამისად.
1.2. გარანტია ვრცელდება ნივთის ტექნიკურ ნაკლზე/ქარხნულ წუნზე.
1.3. Apple_ის პროდუქციაზე მოქმედებს 24 (ოცდაოთხი) თვიანი გარანტია, შემდეგნაირად:
– შეძენიდან 12 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურებას პროდუქციაზე ახორციელებს Apple_ის ოფიციალური სერვის ცენტრი Isupport | Apple Authorized Service Provider, თბილისი, სულხან ცინხაძის #12, ტელეფონი: +995 32 230 10 01, რომელიც განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას Apple-ის ბრენდის მიერ დადგენი ოფიციალური საგარანტიო პირობების შესაბამისად.
– მომდევნო 12 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურებას პროდუქციაზე ახორციელებს სერვის ცენტრი xService, თბილისი, პეკინის გამზ. #39, ტელეფონი:ტელ: 032 218 50 18, რომელიც საგარანტიო მომსახურებას განახორციელებს ამ საგარანტიო პირობების შესაბამისად ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ‘’ საქართველოს კანონის ფარგლებში.
1.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, მყიდველმა ნივთი სრული კომპლექტაციით და შპს „აისითის“ საგარანტიო ბარათი, ბეჭდით დამოწმებული უნდა წარადგინოს 1.3. პუნქტში მითითებულ სერვის-ცენტრებში.
1.5. ნივთის სადიგნოსტიკო ვადა: 3-დან 7 სამუშაო დღე;
1.6. ნივთის შეკეთების/შეცვლის ვადა: 3-დან 40 სამუშაო დღე;
2. საგარანტიო პირობები ცალკეულ ნივთებზე:
2.1. AirPods, Beats, iPad, iPod, Watch: იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, იცვლება მხოლოდ ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.
2.2. MacBook, iMac: ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
2.3. iPhone: მოქმედებს შეცვლითი (მხოლოდ ნივთი და არა სრული კომპლექტაცია) ან შეკეთებითი გარანტია.
3. წუნდებული ნივთის ახლით ჩანაცვლების პირობები:
3.1. წუნდებული ნივთი, რომელზეც ვრცელდება ჩანაცვლებითი გარანტია, ახლით ჩანაცვლდება პირველი ერთი წლის განმავლობაში, თუ:
– ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით);
– Apple-ის პროდუქციაზე ქარხნული ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პირველი ერთი წლის განმავლობაში. ქარხნული წუნი დადასტურებული უნდა იყოს სერვისცენტრის დასკვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნივთი შეიცვლება, თუ ნივთს არ ექნება ვიზუალური დაზიანებები და იგი წარმოდგენილია იქნება სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;
4. წუნდებული ნივთის შეკეთების პირობები:
4.1. წუნდებული ნივთის შეკეთება განხორციელდება ნივთზე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, წუნდებული ნაწილის უსასყიდლოდ შეკეთების ან შეცვლის პირობებით.
4.2. შეკეთებას ექვემდებარება მხოლოდ: დედაპლატა, ეკრანი, ელემენტი, კამერა, დინამიკი, მიკროფონი, ვიბრომოტორი და სიმ ბარათის უჯრა.
5. საგარანტიო მომსახურების გამორიცხვის პირობები:
5.1. პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე. პროდუქტის ეკრანზე მკვდარ წერტილებზე (პიქსელი).
5.2. ტექნიკაზე, მათ შორის ტექნიკის ეკრანზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.
5.3. თუ პროდუქტის ქარხნული სერიული ნომერი/IMEI შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია.
5.4. დარღვეულია პროდუქტის ექსპლუატაციის წესები. ასევე არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის შემთხვევაში, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.
5.5. ტექნიკაზე, გახსნილია, მოხსნილია ქარხნული პლომბი ან შეკეთებულია თვითნებურად ან/და სხვა სერვისცენტრის მიერ, ან შეინიშნება გარეგნული/შიდა დაზიანება რემონტის თუ სხვა სახის ჩარევის გამო;
5.6. ტექნიკაზე რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული.
5.7. ტექნიკის კომპლექტაციაზე: USB კაბელზე, დამტენზე და ყურსასმენზე.
5.8. საგარანტიო ბარათის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ საგარანტიო ბარათზე შეუძლებელია ნივთის მაიდენთიფიცირებელი რეკვიზიტების გარჩევა.
5.9. საგარანტიო მომხარურება არ გავრცლდება იმ ნივთზე, თუ ნივთის საექსპლატაციო/სასიცოცხლო ვადა გავიდა საგარანტიო ვადის მოქმედების ვადაზე ადრე.
6. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
6.1. მომხმარებლის ვალდებულებები/უფლებები:
6.1.1. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას შეძენილი ნივთის საგარანტიო პირობები, ტექნიკის გამოყენების რეკოენდაციები და ზოგადი ექსპლოატაციის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ეხსნება საგარანტიო მომსახურების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.
6.1.2. მომხმარებელი ვალდებულია შეძენისათანავე, შეამოწმოს ნივთი და მისი აქსესუარები, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის ვიზუალურ ნაკლზე.
6.1.3. მომხმარებელი ვალდებულია ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამსის სერვის-ცენტრს.
6.1.4. მომხმარებელი ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში წარადგინოს შეძენილი ტექნიკა საგარანტიო ბარათში მითითებულ სერვის ცენტრებში.
6.1.5. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან შევლა საგარანტიო პირობების შესაბამისად.
6.1.6. გარდა წინამდებარე საგარანტიო პირობებისა, მომხარებელს გააჩნია „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6.2. კომპანიის ვალდებულებები/უფლებები:
6.2.1. კომპანია ვალდებულია გუწიოს საგარანტიო მომსახურება მომხმარებელს წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად და შეთანხმებულ ვადაში.
6.2.2. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური მომსახურება ტექნიკის სადიაგნოსტიკო ან/და შეკეთების მომსახურებებზე.
6.2.3. კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს ნივთის შეკეთებაზე/შეცვლაზე თუ ნივთის დიაგნოსტიკისას აღმოჩნდება, რომ ნივთის დაზიანება არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით ან/და არსებობს საგარანტიო მომსახურებაზე უარი თქმის პირობები.
6.2.4. კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება (მათ შორის ტრანსპორტირების), თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ნაკლი არ გააჩნია ან/და არსებობს საგარანტიო მომსახურებაზე უარი თქმის პირობები.
6.2.5. კომპანია უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, თუკი – შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება, რომ ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის საგარანტიო პირობებით.
6.2.6. კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს თანხის სანაცვლოდ შეძენილი ნივთის დაბრუნებაზე.
7. მტკიცების ტვირთი
7.1. კომპიას ნივთის გაყიდვიდან პირველ 6 თვე ეკისრება მტკიცების ტვირთი ნივთის ნაკლთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია.
7.2. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
– საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით მოთხოვნა/პრეტენზია უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომლის მომსახურებაც ვრცელდება შეძენილ ნივთზე კონკრეტული საგარანტიო მოქმედების ვადაში.
– შესყიდული ნივთის გადაცემით მომხმარებელზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის (განადგურების), გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, ნივთს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.
– წინამდებარე საგარანტიო პირობები და წესები შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სრული დაცვით, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებებისდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის.
– წინამდებარე საგარანტიო პირობებით არ იზღუდება მომხმარებლისთვის კანონმდელბობით მინიჭებული არცერთ უფლება.