1 წლიანი ეკრანის დაზღვევა


1 სადაზღვევო მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ შპს ‘’აისითი’’_ს სერვის ცენტრებს:
თბილისი, მ. ჭავჭავაძის გამზ. 19, პეკინის გამზ. 13, ტელეფონი: +995 32 205 45 45

2 ეკრანზე დაზღვევა ვრცელდება:

2.1 პროდუქტის შეძენიდან 1 წლის განმავლობაში

2.2 თუ ეკრანის ბრონირებული დამცავი ნაყიდია და დაკრულია პროდუქტის შეძენისას.

2.3 ეკრანი დაზიანებულია მექანიკურად ან გატეხილია, მათ შორის თუ ეკრანის გაუმართაობა გამოწვეულია სითხის მოხვედრით.

3 დაზღვევის პირობები არ ვრცელდება:

3.1 თუ პროდუქტს არ აქვს ეკრანზე ბრონირებული დამცავი.

3.2 თუ პროდუქტზე დარღვეულია ქარხნული საგარანტიო სტიკერები (თუ უკვე არის გახსნილი ან და სხვა მომსახურება გაწეულია არასაგარანტიო სერვის-ცენტრში)

3.3 თუ მოწყობილობაზე უკვე შეცვლილია ეკრანი სერვის-ცენტრში ან მის გარეთ.

3.4 კომპანია უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს ეკრანის შეცვლაზე, თუ მომხმარებლის ქცევა-ქმედება იქნება არაკეთილსინდისიერი (მაგალითად შეგნებულად დაზიანება-გატეხვა).

4 რას გულისხმობს ეკრანის დაზღვება?

4.1 თუ შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში დაგიზიანდებათ ეკრანი, ოფიციალური სერვის-ცენტრი შეგიცვლით მას სრულიად უფასოდ. ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ საგარანტიო წლის ვადაში.

5 რა ხარისხის ეკრანით შეიცვლება?

5.1 ოფიციალური სერვის-ცენტრი დაზიანებულ ეკრანს შეგიცვლით ახალი ორიგინალი ეკრანით.

6 რა ვადებში მოხდება ეკრანის შეცვლა?

6.1 სერვის-ცენტრის მიერ კერანის შეცვლა მოხდება 5 სამუშაო დღის ცადაში, თუ აღნიშნული ეკრანი ფიქსირდება ადგილზე, ხოლო თუ ეკრანი სერვის-ცენტრს არ აქვს ადგილზე მოხდება მისი შეკვეთა, ნივთი ადგილზე 20-30 სამუშაო დღის ვადაში იქნება

7 რა ხდება თუ მიწევს მომსახურების ლოდინი და მჭირდება დროებითი ტელეფონი?

7.1 ამ შემთხვევაში ჩვენ შემოგთავაზებთ ტელეფონს დროეით მფლობელობაში, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ თქვენს ტელეფონზე მომსახურების დასრულებამდე.

8 რა არის საჭირო ეკრანის დაზღვევის მისაღებად?

8.1 ჩვენთან ტელეფონთან ერთად უნდა შეიძინოთ ეკრანის ბრონირებული დამცავი, რომლის დაკვრაც უნდა მოხდეს ადგილზე, რის შემდეგაც დაზღვევა ამოქმდედდება.

9 რა უნდა გავაკეთო მხოლოდ ბრონის დაზიანების შემთხვევაში?

9.1 ჩვენს ფილიალებში შეძლებთ ახალი ბრონის შეძენასა და დაკვრას, რის შემდეგაც დაზღვევაც გაგრძელდება

ჩაწერეთ პირადი ინფორმაცია


     

     

    ×