ახალი iPhone 16e შეიძინე პირველმა სითიში

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, სულ რამოდენიმე დღის წინ, ეფლმა ახალი მოდელი iPhone 16e წარადგინა. 19 თებერვალს , ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ეს იქნება ეფლის ყველაზე ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური მოდელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკური მოთხოვნილებების დაკმაყოდილებას შეძლებს.
რა უნდა ვიცოდეთ ახალი iPhone 16e-ის შესახებ ?
• ეკრანი: 6.1-ინჩიანი Super Retina XDR OLED დისპლეი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას.
• პროცესორი: ახალი A18 ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და ენერგოეფექტურობას.
• კამერა: 48 მეგაპიქსელიანი Fusion 2-in-1 უკანა კამერა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ფოტოებს და ვიდეოებს.
• ბატარეა: გრძელვადიანი მუშაობის დრო, რომელიც უზრუნველყოფს დღეში რამდენიმე საათით მეტ გამოყენებას
• დიზაინი: ალუმინისა და მინის კონსტრუქცია, ხელმისაწვდომი შავ და თეთრ ფერებში.
• დამატებითი ფუნქციები: Face ID, USB-C პორტი, რეგულირებადი მოქმედების ღილაკი და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა.

აიფონების ბიუჯეტური მოდელების ისტორიაში, ეს არის პირველი მოდელი, სადაც აღარ ვხვდებით HOME ღილაკს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ბოლო iPhone SE მოდელში. Apple-ის iPhone SE სერია პირველად 2016 წელს გამოჩნდა, ხოლო 2020 წელს გამოვიდა iPhone SE 2, რასაც 2022 წელის მარტში, მესამე თაობის iPhone SE-მიემატა.
ახალი iPhone 16e-ის გაყიდვები აისითიში სულ მალე დაიწყება, ჩვენი ერთგული მომხმარებლები კი შეძლებენ გახდნენ მისი პირველი მფლობელები საქართველოში.