Insta360 X5 – საუკეთესო Action კამერა რომელიც შეიძლება გქონდეს !
Insta360-ის X-სერიის 360 გრადუსიანი კამერები დიდი ხანია დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართულ ბაზარზე. ვიდეო გადაღების შესანიშნავი ხარისხი, ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისი და მარტივი რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა- ეს მცირე ჩამონათვალია იმ მახასიათებლებისა რომელიც, კამერას დამწყები ვიდეოგრაფების სასურველ მოწყობილობად აქცევს.
X5 წინამორბედების ღირსეული გაგრძელებაა, გაუმჯობესებული ვიდეოს ხარისხი, გაზრდილი ბატარეის ხანგრძლივობა და ახალი ფუნქციები, როგორიცაა PureVideo დაბალი განათების რეჟიმი და შესაცვლელი ლინზები, ეს ყოველივე X5-ს აქცევს ყველაზე მიმზიდველ 360 კამერას ბაზარზე.
მთავარი განახლებები X5-ში :
- ახალი ორმაგი 1/1,28 დიუმიანი სენსორები.
- ვიდეოს სპეციფიკაციები დიდად არ შეცვლილა, 8K 30 fps და7K 60 fps მაღალ დონეზე. უფრო დიდი სენსორი იგივე გარჩევადობით ნიშნავს უფრო მეტ დეტალს ამ კადრში, რაც არის ზუსტად ის, რასაც ამ შემთხვევაში ვხვდებით
- 8K გადაღება. 8K 30fps, 5.7K 60fps და 4K 120fps გადაღების შესაძლებლობა. თუმცა , კადრის აწყობას დაიწყებთ აპში, ყველაზე მაღალი გარჩევადობა, რომლის ექსპორტირებასაც შეძლებთ, იქნება მაგრამ 4K კადრები, რომლებსაც მიიღებთ, საგრძნობლად უკეთესი ქიენბა , ვიდრე X4 ით გადაღების შემთხვევაში.
- X5 ინარჩუნებს სასიამოვნო კონტრასტს , ის იძლევა უფრო ცისფერ, უფრო მდიდარ ცის ტონს და უფრო მეტ დეტალს ღრუბლებში. შესაბამისად ის უფრო რეალურ და სუფთა ფერებს იძლება გადაღებისას.
- PureVideo რეჟიმი: AI-ზე დაფუძნებული ღამის გადაღების რეჟიმი, რომელიც ამცირებს ხმაურს და ინარჩუნებს დეტალებს დაბალი განათების პირობებში.
- ფოტო რეზოლუცია: 72 მეგაპიქსელი.
- InstaFrame რეჟიმი: ერთდროულად იღებს 360° ვიდეოს და სტანდარტულ ბრტყელ ვიდეოს.
- ბატარეა: 2400mAh ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს გადაღებას 185 წუთამდე Endurance რეჟიმში.
- წყალგაუმტარობა: IP68 სერთიფიკატი, წყალგაუმტარი 15 მეტრამდე სიღრმეზე.
- სტაბილიზაცია: FlowState სტაბილიზაცია და 360° ჰორიზონტის დაბლოკვა, რაც უზრუნველყოფს გლუვ კადრებს.
- აუდიო: გაუმჯობესებული მიკროფონი და ქარის საწინააღმდეგო საფარი უკეთესი ხმის ხარისხისთვის.
განახლებები Insta360 X4-თან შედარებით
- სენსორები: X5-ის სენსორები 144%-ით დიდია X4-ის სენსორებთან შედარებით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს განათებას და დეტალიზაციას.
- PureVideo რეჟიმი: ახალი ღამის გადაღების რეჟიმი, რომელიც არ იყო X4-ში.
- InstaFrame რეჟიმი: ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთდროულად გადაიღოს 360° და ბრტყელი ვიდეო.
- ბატარეა: გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობა და სწრაფი დატენვის შესაძლებლობა.
- წყალგაუმტარობა: X5 წყალგაუმტარია 15 მეტრამდე, რაც 5 მეტრით მეტია X4-ის შესაძლებლობაზე.
Insta360 X5 წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას 360° კამერების სფეროში, განსაკუთრებით ღამის გადაღების, სტაბილიზაციისა და მოხმარების სიმარტივის მხრივ. მისი მრავალფეროვანი ფუნქციები და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები მას მოთხოვნადს ხდის, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
Insta360 ოფიციალური პროდუქციის შეძენა შეგიძლია აისითის ყველა ფილიალში და ასევე ვებ გვერდზე : icity.ge
