Dreame Air fryer DZ30
699₾
თვეში 14.56₾-დან
მარაგში
Dreame Air Fryer DZ30 არის პრემიუმ კლასის, ორგანყოფილებიანი აეროგრილი, რომელიც სამზარეულოში მრავალფუნქციურობისა და სიმძლავრის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. მისი ჯამური 11-ლიტრიანი მოცულობა (5.5L + 5.5L) და 3000W სიმძლავრე საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოამზადოთ ორი განსხვავებული კერძი, ხოლო SYNC ფუნქციის წყალობით, ორივე მათგანი მზადებას ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაასრულებს.
DZ30-ის მთავარი მახასიათებელია ორთქლის დამატების შესაძლებლობა სპეციალურ ავზში წყლის ჩასხმით. ქვედა გამაცხელებელი ფირფიტა წყალს ორთქლად გარდაქმნის, რაც უზრუნველყოფს საკვების ტენიანობის რეკორდულ, 72.8%-იან შენარჩუნებას. შედეგად, კერძი ინარჩუნებს წვნიანობასა და რბილ ტექსტურას, გარედან კი იდეალურად იბრაწება.
ძირითადი უპირატესობები:
- ორმაგი დამოუკიდებელი განყოფილება: თითოეულ კალათას აქვს საკუთარი ზედა და ქვედა გამაცხელებელი ელემენტი, რაც ქმნის ნამდვილ 3D ციკლონურ თერმულ ველს.
- ჭკვიანი სინქრონიზაცია (SYNC): მაშინაც კი, თუ კერძებს მომზადების განსხვავებული დრო სჭირდებათ, აპარატი დაარეგულირებს პროცესს ისე, რომ ორივე განყოფილებამ მუშაობა ერთდროულად დაასრულოს.
- ტიტანის-კერამიკული საფარი: ავიაკოსმოსური ხარისხის მასალა უძლებს 600°C-მდე ტემპერატურას, არის მიწვის საწიინაამღდეგო მასალა, რომელიც დამოწმებულია და უძლებს 12,000-ზე მეტ მეტალის ღრუბლით გადასმას, არის ძალიან მდგრადი მასალა ნაკაწრების მიმართ, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს – FDA, LFGB, RoHS და GB4806.10″.
- ზუსტი კონტროლი: NTC სენსორი წამში 5-ჯერ ზომავს ტემპერატურას, რაც PID ალგორითმთან ერთად გამორიცხავს საკვების გამოშრობას ან დაწვას.
- გამჭირვალე ფანჯრები: ორივე განყოფილებას აქვს შუშის ფანჯარა და შიდა განათება, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ პროცესი კალათის გამოღების გარეშე.
| ზოგადი | |
| მოდელი: | Dreame Air Fryer DZ30 |
| ტიპი: | 2-განყოფილებიანი აეროგრილი ორთქლის ფუნქციით (Dual Zone Steam Air Fryer) |
| მოცულობა: | 5.5 ლ + 5.5 ლ = 11 ლიტრი ჯამში |
| ენერგომოხმარება: | 3000 W |
| ძირითადი ტექნოლოგია | |
| ორთქლის სისტემა: | წყლის პირდაპირი დამატება ქვედა ავზში (შესაძლებელია ნებისმიერ დროს) |
| შედეგი: | ხრაშუნა ზედაპირი გარედან + ტენიანობის შენარჩუნება შიგნით (72.8% ტენიანობა) |
| გათბობის სისტემა: | ზედა + ქვედა გამაცხელებელი ელემენტი თითოეულ განყოფილებაში |
| ვენტილატორი: | 11-ფრთიანი (სამგანზომილებიანი ციკლონური თერმული ველი) |
| ტემპერატურა: | 35–200°C |
| ტაიმერი: | 1–60 წთ (ჩირის რეჟიმი 30 წთ – 8 სთ) |
| განსხვავება AF30-თან | |
| ორთქლი: | უფრო მარტივი და მოქნილი – წყლის დამატება ნებისმიერ დროს |
| განყოფილებები: | 2 დამოუკიდებელი განყოფილება (შესაძლებელია ერთდროულად 2 სხვადასხვა კერძის მომზადება) |
| ფუნქციები და მართვა | |
| რეჟიმები: | 8 წინასწარ განსაზღვრული რეჟიმი |
| DUAL რეჟიმი: | ორივე განყოფილების ერთდროული მართვა ერთნაირი პარამეტრებით |
| SYNC რეჟიმი: | ორივე განყოფილება მზადდება ერთდროულად (შესაძლებელია განსხვავებული დაწყების დრო) |
| პანელი: | სენსორული LED ინდიკაციით + ხმოვანი სიგნალი |
| სენსორები და უსაფრთხოება | |
| ტემპერატურის კონტროლი: | NTC სენსორი (წამში 5-ჯერ ზომავს) + PID ალგორითმი |
| გადახურების დაცვა: | 4 გარე სენსორი |
| დამატებითი: | ავტომატური პაუზა განყოფილების ამოღებისას / ავტომატური გაგრძელება დაბრუნებისას |
| მასალები | |
| შიდა საფარი: | ავიაკოსმოსური ხარისხის ტიტანის-კერამიკული მიწვის საწიაამღდეგო საფარი |
| გამძლეობა: | 12 000+ ციკლი (600°C-მდე გამძლე) |
| დამატებითი: | გამჭირვალე ფანჯარა + აქტიური შიდა განათება / ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თავსებადი |
| დამატებითი ფუნქციები | |
| წყლის ავზი: | ღუმელის ძირში (ორთქლისთვის) |
| განსაკუთრებული: | 2 დამოუკიდებელი განყოფილება / DUAL და SYNC რეჟიმები / ღრმა შეღწევადობა (3 სმ-მდე) / ნაკლები ზეთის გამოყენება |
| პირველი გამოყენება | |
| რეკომენდაცია: | გაწმინდეთ ყველა ნაწილი / პირველად გააქტიურეთ 15 წუთი უსაკვოდ (შესაძლოა მცირე სუნი იყოს – ნორმალურია) / გამოიყენეთ კარგად ვენტილირებად გარემოში |
Apple 45W MagSafe Power Adapter for MacBook Air
თვეში 6.23₾-დან
განვადება
Belkin USB-C to USB-C Cable 60W 1M
თვეში 0.81₾-დან
განვადებაInsta360 GO 3/3S Screen Protector
თვეში 0.60₾-დან
განვადება
ასევე დაგაინტერესებთ
Bang & Olufsen BeoSound Explore
Green
თვეში 10.40₾-დან
Belkin Surge Protector with USB-C and USB-A Ports (8 Outlet with 1 USB-C & 1 USB-A)
თვეში 2.48₾-დან
განვადება
Dyson Airstrait™ HT01 Straightener (Ceramic pink and rose gold)
თვეში 26.02₾-დან
განვადება
Bang & Olufsen Beoplay EX
თვეში 22.90₾-დან
Bang & Olufsen Beoplay H9 3rd Gen
თვეში 35.40₾-დან
განვადება
Bang & Olufsen Beosound A1 2nd Gen
Green
Pink
თვეში 14.56₾-დან

